დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

"თბილიჰობი“ 2019 წლიდან აწარმოებს საბავშვო ტექსტილის აქსესუარებს. თავდაპირველად დაიწყო ნაქსოვი საბავშვო პლედების წარმოებით, რომელიც დღემდე გამოირჩევა ინდივიდუალურობით და  ხარისხით. მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, დღესდღეობით ,,თბილიჰობის“ ბრენდის ქვეშ იწარმოება 30-მდე ერთეული საბავშვო ტექსტილის აქსესუარი. 
,,თბილიჰობის“ ქვეშ შექმნილი ნებისმიერი პროდუქტი, დამზადებულია 100% ბამბის ქსოვილისგან, არის ესთეტიურად ლამაზი და გამოსაყენებალდ პრაქტიკული პროდუქტი. სანდოობის თვალსაზრისით, ,,თბილიჰობს“ მე-4 წელია ჰყავს ერთგული მომხმარებელი, უმეტესწილად მშობლები, რომლებიც ჩვილისთვის ყიდულობენ  ,,თბილიჰობის“ აქსესუარებს,  აგრძელებენ ჩვენთან თანამშრომლობას ტანსაცმლის ხაზით.   
,,თბილიჰობი“ არ წყვეტს განვითარებას, მუდმივად იღებს მონაწილეობას ბრენდის განვითარებისთვის საჭირო კონკურესებში და ბევრ წარმატებას აღწევს. მიმინდარე წელს, დანერგავს  ISO 9001 რათა უფრო მეტი სანდოობა მოიპოვოს საერთაშორისო ბაზარზე. 
,,თბილიჰობის“ პროდუქცია იწარმოება დუშეთის რ-ნი სოფელ ჭოპორტში, თითოეული პროდუქტის შექმნისთვის ჩართულია ადგილობრივად მაცხოვრებელი ქალბატონები. ,,თბილიჰობი“ აქტიურად ზრუნავს მცირე ბიზნეს საქმიანობაში ჩართოს ადგილობრივი დიასახლისები და გაუჩინოს ყოველდღიური საარსებო წყარო, ,,თბილიჰობის“ მიზანია გააძლიერონ ქალები ეკონომიკურად.

თავად, ბრენდი ,,თბილიჰობი“ დაფუძნებულია ორი დის მიერ, წარმოადგენს საოჯახო ბიზნესს და დიდ როლს უთმობს ქალების გაძლიერებას. ადგილობრივი დიასახლისები თავდაპირველად შეისწავლიან ქსოვისა და კერვის უნარ-ჩვევებსს, ხოლო შემდგომ აგრძელებენ ანაზღაურებად საქმიანობას.   
ბრენდის გაყიდვების არეალის გაფართოების მიზნებისთვის  დაემატა აღნიშნული ელექტრონული პლათფორმა,  სადაც შეძლებთ ონლაინ შეიძინოთ,,თბილიჰობის“ პროდუქცია.

ერთად შევუწყოთ ხელი ქართული წარმოების პროდუქტის პოპულარიზებას.